პაატა ღუდუშაირო კარიერას უზბეკეთის სუპერლიგაში განაგრძობს. უზბეკური მედიის ინფორმაციით, 29 წლის გარემარბმა კონტრაქტი ქარშის „ნასაფთან“ გააფორმა, რომელიც 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა,
ღუდუშაურმა მიმდინარე სეზონში „იბერიაში“ დაიწყო, მაგრამ ვარჯიშზე უკრაინელ მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსთან მომხდარ კონფლიქტს შეეწირა, რომელიც სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ღუდუშაური საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა.
ის „იბერიამდე“ თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“, ბათუმის „დინამოში“, გორის „დილაში“ და ისრაელის „ბნეი საჰნინში“ გამოდიოდა.
თბილისელთა რიგები კოტდიავუარელმა მარჯვენა მცველმა არმელ ზოჰურიმაც დატოვა. 25 წლის ფეხბურთელი „იბერიაში“ შარშან ზაფხულში ჩაირიცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში 1 გოლის გატანის გარდა, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





