მექვაბიშვილის პირველი საგოლე გადაცემა რუმინეთის ჩემპიონატში

0
3

ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ მაისურით რუმინეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-3 ტურში კრაიოველებმა შინ „პეტროლული“ 4:0 დაამარცხეს, ხოლო სასტარტოში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 75 წუთი გაატარა,
65-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ, მექვაბიშვილმა მეკარესთან პირისპირ ელისორი გაიყვანა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. მანამდე, მექვაბიშვილმა საგოლე გადაცემა რუმინეთის სუპერთსაზე და რჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვიტებსკთან“ შეხვედრაში შეასრულა.
მოქმედი ჩემპიონი „უნივერსიტატია“ 6 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი