ზივზივაძემ „ინგოლშტადტს“ გაუტანა

0
2

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში პირველი გოლი გაიტანა.
„ჰაიდენჰაიმი“ ამხანაგურ მატჩში „ინგოლშტადტს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა.
გასულ სეზონში „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, ხოლო 32 წლის ზივზივაძემ 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი მიუნხენის „ბაიერნთან“ შეასრულა.
მეორე ბუნდესლიგაში სეზონი 8 აგვისტოს იწყება და „ჰაიდენჰაიმი“ „ოსნაბრუკს“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი