„იბერია“ თასის 1/8-ფინალშია

0
0

თბილისის „იბერია“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში გავიდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, რომელსაც უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს წვრთნის, 1/16-ფინალში სტუმრად ზესტაფონის „მარგვეთი 2006“ 3:1 დაამარცხა.
მატჩის 44-ე წუთზე ანგარიში ამირან ძაგანიამ გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე ვანო ჩარგეიშვილმა პენალტიდან საპასუხო გოლი შეაგდო. 66-ე წუთზე ძაგანიამ დუბლი შეასრულა, ერთ წუთში კი, თანაგუნდელს მხარი ზვიად ნაჭყებიამ აუბა, რომელმაც სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას სტუმრად 28 ივლისს ბრატისლავას „სლოვანთან“ ჩაატარებს. სლოვაკებმა პირველი თამაში თბილისში 2:0 მოიგეს.
ლაშა თაბაგარი