ჭანტურიშვილმა „იაბლონეცს“ კონფერენს ლიგაში უკაპიტნა

0
3

„იაბლონეცი“, რომლის ღირსებას ვახტანგ ჭანტურიშვილი იცავს, უეფას კონფერენს ლიგის მე-3 ტურში სტუმრად ლატვიის „რიგასთან“ ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა ჩეხურ გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა.
მატჩის 34-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში რამირესმა გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე საპასუხო ბურთი ნებულამ გაიტანა. „იაბლონეცს“ 2 ქულა აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 23-ე ადგილზეა. ცნობისთვის, ჩეხური გუნდი კონფერენს ლიგაში „იბერიას“ მეტოქეა, რომელსაც 18 დეკემბერს სახლში შეხვდება.
ლაშა თაბაგარი