გიზო მამაგეიშვილის საგოლე პასი ავსტრიის თასზე

0
0

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან, ავსტრიის თასის 1/16-ფინალში გავიდა.
გრაცელები სტუმრად რანგით მე-3 ლიგის წარმომადგენელს „ზეეკირხენს“ დაუპირისპირდნენ და 3:0 დაამარცხეს.
მთავარმა მწვრთნელმა კიტეიშვილი დაასვენა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრილი მამაგეიშვილი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან 23-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმოი დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
39-ე წუთზე მამაგეიშვილმა კარგი პასით მეტოქის საჯარიმოში გახსნილი ზაიდლი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 49-ე წუთზე მასპინძლების კარი ფოსომ აიღო. 56-ე წუთზე მამაგეიშვილმა ჯარიმა ამჯერად მარცხენა ფლანგიდან შორეულ კუთხეში დაარტყა და ისევ მეკარემ იყოჩაღა. ის 63-ე წუთზე შეცვალეს. 85-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ვლოდარჩუკმა დააფიქსირა.
ლაშა თაბაგარი