გოგლიჩიძის ტაიმი „უდინეზეში“, ჩაკვეტაძე მკურნალობს

0
0

ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „უოტფორდში“ იჯარის ამოწურვის შემდეგ, საბა გოგლიჩიძემ იტალიის „უდინეზეში“ ითამაშა.
ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში უდინელებმა სტუმრად უელსის „სუონსისთან“ ისპარინგეს და 0:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
„უდინეზეს“ განაცხადში საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე არ იყო, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა და ტრავმას მკურნალობს.
ლაშა თაბაგარი