ეგოიანის დუბლი „ჰერაკლესთან“

0
0

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში კიდევ ერთი წარმატებული ამხანაგურ მატჩი ჩაატარა.
როტერდამელებმა სტუმრად „ჰერაკლესი“ 5:3 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ეგოიანმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე ირაკლის დარტყმის შემდეგ ანგარიში 4:1 გახდა. შეგახსენებთ, რომ ეგოიანმა წინა შაბათს „ბრედასთან“ 3:1 მოგებულ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი