სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედამ“, რომელშიც მცველი ცოტნე კაპანაძე და თავდამსხმელი გიორგი გაგუა გამოდიან, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სახლში ბოსნიის „ველეჟი“ დაამარცხა.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი პენალტიდან გაგუამ გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან ევროთასებზე კარიერაში თავი პირველად გამოიჩინა. მის მსგავსად კაპანაძემაც მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
„დუნაისკა სტრედა“ საპასუხო შეხვედრას ბოსნიაში 30 ივლისს გამართავს.
ლაშა თაბაგარი





