ოდიშარიას გუნდმა მესამე ეტაპისკენ გაიხედა

0
1

„რიგასმა“, რომელშიც ლაშა ოდიშარია გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ლატვიელებმა ისლანდიის „ვესტრი“ მიიღეს და 4:1 აჯობეს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, რომელშიც მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. შესვენების შემდეგ კი, გუნდებმა გოლები გაცვალეს.
„რიგასი“ საპასუხო თამაშს ისლანდიაში 30 ივლისს გამართავს.
ლაშა თაბაგარი