ვოლკოვმა და პაპუნაშვილმა ესტონეთში წააგეს

0
1

ბაქოს „ზირე“, რომელშიც ფორვარდი დავით ვოლკოვი და შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ესტონეთის „პაიდეს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
ქართველი ლეგიოენერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ვოლკოვი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო პაპუნაშვილი მოედანზე შეცვლაზე 75-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ჩამმა გაიტანა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა აზერბაიჯანში 30 ივლისს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ „ზირემ“ პირველ ეტაპზე გათამაშებას ქუთაისის „ტორპედო“ გამოთიშა, რომელსაც ორივე თამაში ერთნაიირი ანგარიშით 3:0 მოუგო.
ლაშა თაბაგარი