ზივზივაძის ტაიმი „ბოლონიასთან“

0
0

„ჰაიდენჰამმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგური მატჩი სტუმრად „ბოლონიასთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. გასულ სეზონში „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, ხოლო ზივზივაძემ 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი მიუნხენის „ბაიერნთან“ შეასრულა.
ლაშა თაბაგარი