„დილა“ სახლში „აპოლონთან“ უშანსოდ დამარცხდა

0
1

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბერძენის დიამანტის ვავალისის გაწვრთნილ გუნდი შინ კვიპროსის „აპოლონს“ დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვა.
სტუმრები მე-14 წუთზე თომასმა დააწინაურა, ხოლო 28-ე წუთზე გორელთა კარი ვაისბეკმა აიღო. მე-40 წუთზე „დილას“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან განელი ფორვარდი დონკორი გააძევეს.
51-ე წუთზე თედო კიკაბიძე ბურთი თავის კარში ჩაჭრა, მატჩში საბოლოო წერტილი კი, 88-ე წუთზე ოზბოლტმა დასვა. „დილა“ საპასუხო მატჩს, რომელიც უკვე ფორმალობაა, კვიპროსში 28 ივლისს ჩაატარებს.
„დილა“ (გორი) – „აპოლონი“ (ლიმასოლი) 0:4 (0:3)
23 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
„დილა“:
კერესელიძე (კ), კიკაბიძე, არაუჟო, იარბრუგი, ჯალაღონია, მენთეშაშვილი (გოგობერიშვილი, 85), ტალი (გ. კობახიძე, 46), სანიანგი, ფარულავა (კუაკუ, 78), დონკორი, შეყილაძე (კანტე. 71).
მთავარი მწვრთნელი:
დიამანტის ვავალისი.
„აპოლონი“:
მთავარი მწვრთნელი:
კუნი, გასპარი (შიკისი, 74), კონომისი, კვიდა, მალეკიდისი (კ) (ბალოიანისი, 74) ლუბიჩი (სპოლიარიჩი, 88), ვაისბეკი, ბრაუნი (ოზბოლტი, 88), ანდრეუ, ესკრიჩე, თომასი (დუდუ, 87).
მთავარი მწვრთნელი: ერნან ლოსადა.
გოლები: 0:1 თომასი (14), 0:2 ვაისბეკი (28), 0:3 კიკაბიძე (51, საკ. კარში), 0:4 ოზბოლტი (88).
გაფრთხილება: ბრაუნი (40), თომასი (50), გასპარი (62), ლუბიჩი (67).
გაძევება: დონკორი (40).
მთავარი მსაჯი:
დანიელ ჰიგრაფი (ნორვეგია)
ლაშა თაბაგარი