ლობჟანიძემ ახალ გუნდში დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა

0
1

საბა ლობჟანიძემ „რეალ სოლტ ლეიკში“ ჩატარებულ სადებიუტო მატჩში საგოლე პასი შეასრულა. MLS-ის მორიგ ტურში „რეალ სოლტ ლეიკი“ სტუმრად „ლოს ანჯელესს“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ. ლობჟანიძემ 86-ე წუთზე „ლოს ანჯელესის“ მეკარესთან პირისპირ ებობისე დატოვა, რომელმაც თავის ვიზავის ვერ აჯობა. თუმცა, კუთხური დაინიშნა, რომელიც საბამ ჩააწოდა და მეტოქის მცველების შეცდომით ენჯელმა ისარგებლა, რომელმაც „ცხრიანში“ გაიტანა.
31 წლის ლობჟანიძე „ატლანტა იუნნაიტედში“ გატარებული 4 წლის შემდეგ, „რეალ სოლტ ლეიკში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა.
ლაშა თაბაგარი