ირაკლი აზაროვი ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდს დონეცკის „შახტართან“ ერთად გადის და ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.
„შახტარი“ ხორვატიის „სლავენ ბელუპოს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. სპარინგში ოთხივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა.
აზაროვმა „შახტართან“ ერთად გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატი მეორედ მოიგო. მან 14 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა. 24 წლის ფეხბურთელმა უკრაინის თასზე ერთხელ ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგის ფაზაში 5-ჯერ და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





