კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგა საგოლე პასით დაიწყო

0
14

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ სემადგენლობაში თავი პირველივე ოფიციალურ მატჩში გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ვიცეჩემპიონმა შოტლანდიის ვიცეჩემპიონ „ჰართსს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. პირველი ტაიმის მე-4 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გორენც სტანკოვიჩმა გახსნა. 50-ე წუთზე კიტეიშვილმა კუთხური ჩააწოდა და სტუმართა კარი თავით მიტჩელმა აიღო. 53-ე წუთზე „შტურმიდან“ გოლი ვაინჰანდლმა მიითვალა, ხოლო 59-ე წუთზე შოტლანდიელები ჰეილმა დაამწუხრა. მასპინძლების თადარიგში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ნახევარმცველი გიზო მამაგეიშილი იყო, რომელსაც არ უთამაშია. „შტურმი“ საპასუხო თამაშს „ჰართსთან“ 28 ივლისს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი ბოლო სამი სეზონი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ლაშა თაბაგარი