ხამესი როდრიგესმა „მინესოტტა იუნაიტედი“ დატოვა, რის შესახებ ამერიკული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
კოლუმბიის ეროვნული ნაკრების 35 წლის კაპიტანი მინესოტელებს მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა და MLS-ში ჩატარებულ 6 მატჩში ორი საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე, ხამესი პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნში“, „ევერტონში“, „ოლიმპიაკოსში“, „ალ-რაიანში“, „სან პაულუში“ და მექსიკის „ლეონში“ გამოდიოდა. მან „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო.
კოლუმბიელი 2014 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის 2024 წელს კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ხამესმა 5 მატჩი ჩაატარა და საგოლე მოქმედება არ ჰქონია. კოლუმბია გათამაშებას 1/8-ფინალში შვეიცარიასთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ გამოეთიშა.
ლაშა თაბაგარი





