ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში არგენტინასთან 1:0 დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანამ ამ ფეხბურთელთა თაობით უნდა იამაყოს.
„განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა მეუფლება ამ ფეხბურთელების გამო, რომელიც ამ იდეით გაიზარდა, ის გააუმჯობესა და ჩვენ ერთობის მაგალითი გვაჩვენა, ოჯახის მაგალითი. ეს მოთამაშეები განსაკუთრებულად ნიჭიერები არიან. ჩემთვის პატივი იყო მათთან ერთად ამ თავგადასავალში მონაწილეობა. ძალიან ვღელავ, როდესაც უკან ვიხედები. ფეხბურთელებთან ერთად ბევრი ვისაუბრე. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რაც საუცხოოა. ესპანეთმა ფეხბურთელთა ამ თაობით უნდა იამაყოს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ.
ჩემი აზრით, მატჩის ბედი ადრე უნდა გადაწყვეტილიყო. მეტოქის მეკარის საუცხოო მოგერიებებმა უფრო ადრე გამარჯვების საშუალება არ მოგვჩა, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია და ათკაციან მეტოქესთანაც გამარჯვება რთულია“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
დე ლა ფუენტემ, რომელიც ესპანელებს 2022 წლიდან ავარჯიშებს, სამი ტიტული მოიგო – ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და ერთა ლიგა. 65 წლის დე ლა ფუენტე მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია – მან თანამემამულე ვისენტე დელ ბოსკეს რეკორდი მოხსნა, რომელიც 2010 წელს 59 წლის იყო.
ლაშა თაბაგარი





