როდრი: „სირთულეების დაძლევის მაგალითი ვარ“

0
8

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა როდრიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემიონატის ფინალში დამატებით დროში არგენტინასთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ სირთულეების დაძლევის მაგალითია.
„ისინი ხედავენ, რომ მოთამაშეს, რომელიც მწვერვალს მიაღწევს, მაგრამ შემდეგ გარკვეულ მიზეზთა გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, თუმცა, თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საბოლო ჯამში ჯილდოვდება. მე სირთულეების დაძლევის მაგალითი ვარ. ბევრი პირადად არ მიცნობს, მაგრამ ესპანელი ხალხის მხარდაჭრას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი“ – იუწყება გამოცემა „მარკა“ როდრის ნათქვამს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მანამდე, ის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. როდრიმ 2024 წელს ევროპის პირველობა მოიგო, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგა. ის ესპანეთის ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და 70 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი