კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, რუმინეთის სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო. პირველი ტურში მოქმედი ჩემპიონი „უტა არადს“ დაუპირისპირდა და 4:0 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მე-60 წუთზე შეცვალეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებიდან ანგარიში ტელესმა გახსნა, ხოლო ბაირამიმ 87-ე წუთზე თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 89-ე წუთზე კრაიოველებიდან თავი ელისორმა გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მასპინძლების მცველმა ალიმეროვიჩმა ავტოგოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





