ეგოიანის გოლი და საგოლე გადაცემა „ბრედასთან“

0
5

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში თავი ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ჩატარებულ პირველივე მატჩში გამოიჩინა. „ექსელსიორი“ „ბრედას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22-ე წუთზე თანაგუნდელთა „კედლის“ გათამაშების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე ეგოიანმა საგოლე პასი გროენს გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდეგ გაზარდა.
ეგოიანისთვის გასული სეზონი ნიდერლანდების ერედივიზიონში სადებიუტო იყო და მან 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. 22 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში 30-ჯერ მოხვდა და 26-ჯერ შეუცვლელად იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი