ტუხელი: „პასუხისმგებლობა ჩემზეა, მაგრამ არაფერზე ვნანობ“

0
2

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან 1:2 მარცხი საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ არაფერს ნანობს.
„მომხდარი მილიონ მწვრთნელთან ერთად შეგიძლიათ განიხილოთ, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ. მატჩს ვაანალიზებდი და გარკვეული გეგმით ვმოქმედებდი, რის გამო პასუხისმგებლობა ჩემზეა.
მოცემულ მომენტში არაფერზე ვნანობ. გუნდმა მთელი ძალა დახარჯა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩვენ 1:0 გამარჯვებას ვიმსახურებდით. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. შესაძლოა, საუკეთესოც კი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაგრამ ფინალში ვერ გავედით, თუმცა სინანული არ მაქვს.
ვფიქრობ, თქვენ დაინახეთ განწყობა მთელი მატჩის განმავლობაში და ძლიერი გუნდი. ჩვენ ჯგუფში ძლიერ გუნდებს შევხვდით, ტურნირის მსვლელობისას ქალაქიდან ქალაქში დიდ მანძილს ვფარავდით, დიდ სიმაღლეზე ვთამაშობდით, ათი კაცითც დავრჩით, სიცხეში ვთამაშობდი და ყველა წინაღობა დავძლიეთ.
გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ახლა მთელი ტურნირის გაანალიზების დრო არაა. ჩვენ უბრალოდ გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ“ – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ინგლისის მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში საფრანგეთს მაიამიში „ჰარდ როქ სთედიუმზე“ ეთამაშება. დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 19 ივლისს ღამის პირველ საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი