ანზორ მექვაბიშვილი: “იმედია გულშემატკივრებთან ერთად წარმატებას მივაღწევთ”

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფის მატჩებისთვის თბილისში განაგრძობს მზადებას.  შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას გიორგი ქოჩორაშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომლებიც საერთო ჯგუფს 12 ნოემბრიდან შეუერთდებიან. ვირუსის გამო არ უვარჯიშიათ სანდრო ალთუნაშვილს და გიორგი მიქაუტაძეს. უნგრეთთან და უკრაინასთან გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებელი პროცესისა და მოახლოებული შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა.
ანზორ მექვაბიშვილი: “ორ რთულ თამაშს ველოდებით. დანაკლისი რა თქმა უნდა დიდია, თუმცა ეს იქნება შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თამაშში მონაწილეობას მიიღებენ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ და პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ, თუმცა მოახლოებულ მატჩებში წარმატების მიღწევა მნიშვენლოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ.
ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით მეტი დრო გვაქვს. ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია და რომლებიც განვლილ შეხვედრებში ისე ვერ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ველოდებით გულშემატკივარს და იმედი გვაქვს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო).
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
საქართველოს ნაკრები უნგრეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და თამაში 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას შეხვდება. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა
ლაშა თაბაგარი