დიდიე დეშამი: „ესპანეთმა ჩვენზე უფრო მეტი აჩვენა“

0
3

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან 0:2 მარცხის მთავარ მიზეზად ის დაასახელა. რომ ფეხბურთელბმა თავის შესაძლებლობაზე უფრო სუსტად ითამაშეს.
„ფეხბურთელები იმედგაცრუებული არიან, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ტექნიკურად მეტოქეს ვერ შევეწინააღმდეგეთ და ეს ჩვენი ბრალია. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენს შესაძლებლობაზე უფრო დაბალ დონეზე ვითამაშეთ და შეტევაში ნაკლებად სახიფათო ვიყავით. ამის მიღება მტკივნეულია, მაგრამ ეს ფეხბურთის ძალიან მაღალი დონეა. ეს ფინალამდე ბოლო ნაბიჯი იყო, თუმცა, საბოლოოდ მესამე ადგილისთვის ვითამაშებთ. ეს ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეს არანაირად აკნინებს. განვლილ შეხვედრაში ესპანეთმა ჩვენზე უფრო მეტი აჩვენა.
დავსვამ კითხვას – ჰქონდა თუ არა არბიტრს ნახევარფინალის განსჯის შესაბამისი კვალიფიკაცია? მასზე თავად არ ვუპასუხებ. ბევრი მცირე დარღვევა იყო და თამაში მუდმივად ჩერდებოდა. მეტოქემ პენალტიდან გაგვიტანა, რომელიც  შეგვიძლია საკამათოდ მივიჩნიოთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ესპანელები თამაშის წესს სისტემატიურად არღვევდნენ. სამწუხაროდ, ვიცოდით რასაც ველოდით, მაგრამ თავად უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა“ – იუწყება ფრანგული მედია დეშამის ნათქვამს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს და ზინედინ ზიდანი შეცვლის.
ლაშა თაბაგარი