ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრებიდან წავიდა

0
0

ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ხორვატის საფეხბურთო კავშირი იუწყება.
59 წლის სპეციალისტი გუნდს 2017 წლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით ხორვატები 2018 წელს რუსეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, სადაც ფრანგებთან დამარცხდნენ, ხოლო 2022 წელს კატარის მუნდიალზე მე-3 ადგილზე გავიდნენ. 2023 წელს ხორვატიამ უეფას ერთა ლიგის ფინალი წააგო. მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ხორვატები 1/16-ფინალში პორტუგალიასთან 2:3 დამარცხდნენ.
ეროვნულ გუნდში დანიშვნამდე დალიჩი „ვარტეკს“, „რიეკას“, ტირანას „დინამოს“, „სლავენ ბელუპოს“, „ალ ფაისალის“, „ალ ჰილალს“ და „ალ აინს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი