„დინამომ“ სამი ლეგიონერი გაუშვა

0
0

თბილისის „დინამო“ სამ ლეგიონერს დაემშვიდობა – პორტუგალიელ შემტევებს როდრიგუ რამუშსა და რუი მონტეირუს, ასევე ინგლისელ ნახევარმცველ ჯოშუა ონომას.
22 წლის რამუშმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
23 წლის რუი მონტეირუმ 13 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა, ხოლო 29 ონომამ 5 შეხვედრა ჩაატარა.
მანამდე, „დინამომ“ თავდამსხმელი ირაკლი სირაძე გაუშვა, რომელიც კარეირას წყალტუბოს „სამგურალში“ განაგრძობს. 25 წლის ფეხბურთელმა 17 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი