რუდი გარსიამ ბელგიას დიადი საფეხბურთო ერი უწოდა. ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ერთ-ერთი თანამასპინძელის აშშ-ს 4:1 დამარცხების შემდეგ განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ახლა ბელგიაში დილის 4 საათუა. ყველას ვინც გაიღვიძა, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი ბედნიერი უნდა იყვნენ და თავისი მოთამაშეებით იამაყონ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბელგია დიადი საფეხბურთო ერია.
ფეხბურთელებმა სათამაშო გეგმა იდეალურად შეასრულეს. ჩვენ მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. კიდევ ერთხელ ეს ნამდვილი გუნდური მუშაობა იყო. ერთადერთი დიდი იმედგაცრუება და შავი ლაქა ამადუ ონანას ტრავმაა“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი ფრანგი სპეციალისტის ნათქვამს.
განვლილი მატჩის მე-9 წუთზე ბელგიელებიდან ანგარიში დე კეტელაარმა გახსნა, ხოლო 31-ე წუთზე ტილმანმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ საპასუხო ბურთი გაიტანა. 33-ე წუთზე დე კეტელაარმა დუბლი შეასრულა. 57-ე წუთზე ამერიკელთა მეკარის ძალიან უხეშის შეცდომის შემდეგ ვანაკენმა ბელგიელები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საბოლოო წერტილი ლუკაკუმ დასვა. ის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე შეცვლაზე შესულმა გოლი ოთხ მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, მან თავი ზედიზედ სამ მუნდიალზე გამოიჩინა.
ბელგია 1/4-ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივლისს საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





