კლოპი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

0
0

იურგენ კლოპი სათავეში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. 59 წლის სპეციალისტმა იულიან ნაგელსმანი შეცვალა.
კლოპი 2001-2008 წლებში „მაინცს“ ავარჯიშებდა. ის 2008-2015 წლებში დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობდა, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ჯერ, გერმანიის თასი ერთხელ, ხოლო გერმანიის სუპერთასი 2-ჯერ მოაგებინა. მან დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ წააგო.
გერმანელი „ლივერპულს“ 2015-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი თავკცობით მერსისაიდელებმა ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
ლაშა თაბაგარი