ბასილაძე “ტორპედოდან” ჩეხეთში წავიდა

0
1

ალეკკო ბასილაძე ქუთაისის “ტორპედოდან” ჩეხურ კლუბ “ლიბერეცში” გადავიდა. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება:
“ალეკო ბასილაძემ “ტორპედო” დატოვა და კარიერას “ლიბერეცში” გააგრძელებს. ჩეხურმა კლუბმა ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებული გამოსყიდვის პირობა გამოიყენა, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა”.
20 წლის ბასილაძე “ტორპედს” აღზრდილია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 55 მატჩში 9 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებულ 5 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი