მბაპე: „პარაგვაის ფეხბურთის თამაში არ სურდა“

0
1

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში პარაგვაისთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქეს ფეხბურთის თამაში არ სურდა.
„პარაგვაელებს ფეხბურთის თამაში არ სურდა. მათ ვაჩვენეთ ეს როგორ უნდა გააკეთო. გავიმარჯვეთ და უკეთესები ვიყავით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გუნდი ვართ, რომელსაც არა მხოლოდ შემტევი ფეხბურთის თამაში შეუძლია.
პარაგვაის ვაჩვენეთ, რომ თუ ბინძური ფეხბურთის თამაში სურდათ, ჩვენც შეგვიძლია ბინძურად ვითამაშოთ. თუ ისინი უცენზუროდ მოგვმართავენ, იმავეთი ვუპასუხებთ. თუ ხელების გასვრა მოგვიწევს, ამას გავაკეთებთ. ისინი ფიქრობდნენ, რომ სმოკინგებში ვითამაშებდით, მაგრამ ბინძურად თამაში ჩვენც შეგვიძლია“ – იუწყება ფრანგული მედია მბაპეს ნათქვამს, რომელმაც განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.
მბაპემ მუნდიალების პლეი-ოფებში 11 ბურთი შეაგდო და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. მან გერმანელი მიროსლავ კლოზეს მიღწევა გააუმჯობესა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სამხრეთ ამერიკულ გუნდებს ყველაზე მეტი 7 გოლი გაუტანა. მბაპე პირველია, რომელმაც მეტოქეთა კარი სამი მუნდიალის 1/8-ფინალში აიღო.
ის არგენტინელთა კაპიტნის ლიონელ მესის შემდეგ მეორეა, რომელმაც თავის ანგარიშზე 7 გოლი ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაიწერა. მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირებში ფრანგების კაპიტანი დაწინაურდა, მართალია, მესიმ ასე 7 ბურთი გაიტამა, მაგრამ მბაპემ 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა და ფიფას რეგლამენტით „ოქროს ბუცის“ მფლობელის გამოვლენის დროს, ორივე კომპონენტია გათვალისწინებული. მბაპეს მუნდიალებზე თავი 19 გოლს მოუყარა და მესის ერთი ბურთით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი