ნაგელსმანი გაუშვეს, კლოპი გერმანიის გაწვრთნაზე თანახმაა

0
1

თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურუ იუწყება. ნაგელსმანი ბუნდესნაკრებს 2023 წლიდან ხელმძღვანელობა და ჰანსი ფლიკი შეცვალა. მანამდე, ის „ჰოფენჰაიმს“, „ლაიფციგსა“ და  მიუნხენის „ბაიერნს“ ავარჯიშებდა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებას იურგენ კლოპთან აწარმოებს, რომელიც მზადაა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს სათავეში ჩაუდგეს. ამჟამად, ის კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო ოპერაციების გლობალური ხელმძღვანელია.
კლოპი 2001-2008 წლებში „მაინცს“ ავარჯიშებდა. ის 2008-2015 წლებში დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობდა, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ჯერ, გერმანიის თასი ერთხელ, ხოლო გერმანიის სუპერთასი 2-ჯერ მოაგებინა. მან დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ წააგო.
გერმანელი „ლივერპულს“ 2015-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი თავკცობით მერსისაიდელებმა ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
ლაშა თაბაგარი