თბილისის „იბერიამ“ ნიგერიელი ნახევარმცველი იბრაჰიმ ალჰასანი დაიმატა. 29 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ის გასულ სეზონში პორტუგალიის „ლუზიტანიაში“ თამაშობდა. მანამდე, ვენის „აუსტრიას“, პორტუგალიის – „ნასიონალის“, „ბოავიშტას“, „ლეიშოეშის“ და ბელგიის „ბეერსხოტის“ ღირსებას იცავდა.
მას ნიგერიის 17-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ხოლო ეროვნულ გუნდში ორი შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





