იაკინი: „100 პროცენტით კმაყოფილი არ ვარ“

0
0

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში ალჟირთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელების თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი არ დარჩა.
„თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ შედეგი ძალიან დამაკმაყოფილებელია. მეორე ტაიმში შემადგენლობის ცოტა როტაცია მოგვიწია. მატჩის მსვლელობისას თამაშის ორგანიზაციის მხრივ ცოტა მოვუმატეთ. პრესინგის თამაში მოგვიწია და გაგვიმართლა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დასრულდა“ – იუწყება იაკინის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-10 წუთზე შვეიცარიელებიდან ანგარიში ემბოლომ გახსნა, ხოლო 46-ე წუთზე ალჟირის კარი ნდოიემ აიღო. შვეიცარიამ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში 1938 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. 1954 წლიდან დაწყებული შვეიცარიელები პლეი-ოფის პირველ სტადიას 6-ჯერ გამოეთიშნენ.
ლაშა თაბაგარი