დეშამი: „ეს კონცენტრაცია და გაბედულება უნდა შევინარჩუნოთ“

0
2

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში შვედეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა ეს კონცენტრაცია და გაბედულება უნდა შეინარჩუნონ.
„კომფორტული უპირატესობა გვქონდა, მაგრამ პირველ ტაიმში უფრო ეფექტურად მოქმედება შეგვეძლო. უნდა დავტკბეთ და  ვიცით, რომ ოთხი დღის შემდეგ კიდევ ერთი მატჩი გველოდება. თუმცა, ჩვენც და ფეხბურთელებიც აქ ამისთვის ვართ. კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გაგვეკეთებინა, რაც მოვახერხეთ.
თუმცა, ეს ყოველივე უნდა დავაფასოთ. კარგი განწყობა და სიამაყის მიზეზი გვაქვს. ეს კონცენტრაცია და გაბედულება უნდა შევინარჩუნოთ. ნათელია, რომ ხარისხი და ნიჭი გვაქვს, რაც ოთხი დღის მერე უნდა გავიმეოროთ“ – იუწყება დეშამის ნათქვამს ფრანგული მედია.
განვლილი მატჩის 45-ე წუთზე შვედების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მბაპე ერთ მეტოქის გაცდა და შორეულ კუთხეში გაიტანა. 53-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ბარკოლამ გაზარდა, ხოლო 74-ე წუთზე მბაპემ დუბლი მიითვალა.
მბაპე მუნდიალების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი შვიდჯერ შეასრულა. მან პლეი-ოფებში 10 გოლი გაიტანა, რაც ახალი რეკორდია – ბრაზილიელებს ლეონიდასს და რონალდოს გაასწრო. ის 6 გოლით მიმდინარე ჩემპიონატზე არგენტინელ ლიონელ მესის გაუთანაბრდა. მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე საერთო ჯამში 18 ბურთი შეაგდო და მხოლოდ მესის (19) ჩამორჩება.
საფრანგეთის ნაკრები 1/8-ფინალში პარაგვაის შეხვდება. მატჩი 5 ივლისს თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი