მბაპე: „დეშამისადმი პატივისცემა გუნდის დნმ-შია“

0
2

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში შვედეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ გაანცხადა, რომ დეშამისადმი პატივისცემა გუნდის დნმ-შია.
„შეგნებული ვარ სად ვარ, რისთვის ვთამაშობ და რა უნდა გავაკეთო. გუნდს ესმის არ რა უნდა გააკეთოს. ახალი შეჯიბრება დაიწყო. კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისი რთული იყო. თამაშში ჩავერთეთ და საგოლე მომენტები გვქონდა, რომელთა რეალიზება შევძელით.
პატივისცემა დიდიე დეშამის მიმართ? ეს ჩვენი გუნდის დნმ-შია. ამაში ყველა ერთად ვმონაწილეობთ. მწვრთნლს რთული დრო უდგას, რაც სამწუხაროდ ჩვენზეც აისახება. ჩვენ არავის მივატოვებთ და მას მხარს დავუჭერთ.
გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე ვარ კონცენტრირებული. პარაგვაიმ გერმანიის დამარცხებით გვაჩვენა, რომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ“ – იუწყება ფრანგული მედია მბაპეს ნათქვამს, რომელმაც შვედეთთან დუბლი შეასრულა.
მბაპე მუნდიალების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი შვიდჯერ შეასრულა. მან პლეი-ოფებში 10 გოლი გაიტანა, რაც ახალი რეკორდია – ბრაზილიელებს ლეონიდასს და რონალდოს გაასწრო. ის 6 გოლით მიმდინარე ჩემპიონატზე არგენტინელ ლიონელ მესის გაუთანაბრდა. მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე საერთო ჯამში 18 ბურთი შეაგდო და მხოლოდ მესის (19) ჩამორჩება.
საფრანგეთის ნაკრები 1/8-ფინალში პარაგვაის შეხვდება. მატჩი 5 ივლისს თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი