ჰოლანდი: „ეს ნორვეგიას სამუდამოდ შეცვლის“

0
2

ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში კოტდივაურთან 2:1 მოგებულ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, განაცხადა, რომ ეს წარმატება ნორვეგიას სამუდამოდ შეცვლის.
„ეს სიგიჟეა. საუცხოოა, რომ ამ მოგზაურობის ნაწილი ვარ. ძალიან ვამაყობ. ძალიან დავიღალე და ალბათ, დამატებით დროს ვერ გავუძლებდი. მე უნდა გამეტანა.
ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ნორვეგიისთვის. ვფიქრობ, ეს ნორვეგიას სამუდამოდ შეცვლის. ვგრძნობ, რომ ეს კიდევ უფრო ძლიერად შეგვაკავშირებს. ამის ნახვა ძალიან ამაღელვებელია“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი ჰოლანდის ნათქვამს, რომელიც  5 გოლით მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირებში არგენტინელ ლიონელ მესის (6) და ფრანგ კილიან მბაპეს (6) ჩამორჩება.
ნორვეგია 1/8-ფინალში 6 ივლისს ბრაზილიას შეხვდება. მატჩი საქართველოს დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი