გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ განაგრძობს, რის შესახებ იტალიური მედია იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა იტალიის სერია A-ს კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
26 წლის ჩაკვეტაძე 2023-2026 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 84 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე, ის თბილისის „დინამოში“, ბელგიის „გენტში“, გერმანიის „ჰამბურგში“ და ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშობდა. ჩაკვეტაძემ ჩვენს ეროვნულ გუნდში 28-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





