მამუკელაშვილი კანადიდან კალიფორნიაში, “ლეიკერსში”

0
9
საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი საენბეო კარიერას “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ქართველმა კალათბურთელმა კალიფორნიელთა კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით 52 მილიონ დოლარს მიიღებს.
გასულ სეზონში სანდრო ნბა-ში კანადის წარმომადგენლის “ტორონტო რეპტორზის” ღირსებას იცავდა და “ქვეწარმავლებიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.
სამწუხაროდ, მამუს ლებრონ ჯეიმსთან ერთად თამაში არ მოუწევს – პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “მეფე ლებრონი” ახალი სეზონიდან გუნდს შეიცვლის. ჯეიმსის მსურველთა შორისაა მისი მშობლიური “კლივლენდ კავალიერზი”, ყოფილი კლუბი “მაიამი ჰითი” და “გოლდენ სთეით უორიორზი”. სამაგიეროდ, სანდროს კიდევ ერთ ვარსკვლავთან, სლოვენიელ ლუკა დონჩიჩთან მხარდამხარ მოუწევს ნბა-ს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვანი კლუბის “ლეიკერსის” (“ბოსტონ სელტიკსთან” ერთად) ღირსების დაცვა.