ლობჟანიძე „სოლტ ლეიკში“ ითამაშებს

0
0

საბა ლობჟანიძე კარიერას „სოლტ ლეიკში“ განაგრძობს, რის შესახე ამერიკული მედია იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის სანაცვლოდ „ატლანტა იუნაიტედი“ 625000 დოლარს მიიღებს და პლუს 100000 ბონუსადაა გათვალისწინებული.
ლობჟანიძე „ატლანტაში“ 2023 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 103 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მანამდე, ის თბილისის „დინამოში“, საჩხერის „ჩიხურაში“, დანიის „რანდერსში“, თურქეთის – „ანკარაგუჯუში“, „ჰათაისფორში“ და „ქარაგიუმრუქში“ თამაშობდა.
„სოლტ ლეიკი“ MLS-ის დასავლეთ კონფერენციაშია და 14 ტურის შემდეგ 26 ქულით 15 გუნდში მესამეა.
ლაშა თაბაგარი