ანჩელოტი: „მოცემულ მომენტში ჩვენი ყველაზე კარგი თამაში ჩავატარეთ“

0
4

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთში შეცდომაზე გუნდის რეაგირება მნიშვნელოვანია.
„ფეხბურთში შეცდომები ხდება და მათ მთლიანად თავს ვერ აარიდებ. იდეალური გუნდები არ არსებობს. გუნდის შეცდომებზე რეაგირება მნიშვნელოვანია. ეს ისაა, რაზეც ვმუშაობთ. მთავარი წინვლის გაგრძელებაა. ჩვენ ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ.
ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გოლს გავიტანდით. მეორე ნახევარში თამაში გავაუმჯობესეთ, რათა თავიდან გადასვლები აგვეცილებინა, რომელთაც შეეძლოთ ცხოვრება გაერთულებინათ. წნეხი ნორმალურია და ფეხბურთში ეს არახალა. სიმსუბუქის შეგრძნებაც ნორმალურია. ყოველთვის მახსოვს, რომ წაგების შემდეგ აქ ყოფნა უფრო რთულდება.
ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში ჩვენი ყველაზე კარგი თამაში ჩავატარეთ. პროგრესი სახეზეა. განვლილ შეხვედრაში პრობლემებთან შეჯახებისას, მათი გადაწყვეტის გზას ვეძებდით“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ბრაზილიური გამოცემა „გლობო“.
განვლილი მატჩის 29-ე წუთზე შეტევაზე წასულმა დანილომ თავის ნახევარზე ცუდი პასი გააკეთა, რომელიც სანომ ჩაჭრა და იაპონელმა წამოწყებული კონტრშეტევა დაახლოებით 18 მეტრიდან კარში ზუსტი დარტყმით დაასრულა. 56-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა გაბრიელ მაგალიაეშმა იაპონელთა საჯარიმოში კაზემირო მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ბრუნო გიმარაეშმა პასი საჯარიმოში მარტინელის გაუკეთა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო. მან 1966 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი