გიორგი ქვილითაია კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ჰოლშტაინ კილში“ განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსხური იუწყება.
გასული სეზონის პირველი ნახევარი ქვილითაიამ კვიპროსის „არისში“ გაატარა, სადაც ჩემპიონატში 16-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ჩატარებულ ერთ მატჩში თავი ამდენჯერვე გამოიჩინა.
სეზონის მეორე ნახევარში ის „მეცში“ გამოდიოდა, რომლის რიგებში საფრანგეთის ლიგა 1-ში 10-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. ქვილითაია კარიერის განმავლობაში ასევე უნგრეთის „დიორ ეტოში“, თბილისის „დინამოში“, გორის „დილაში“, ავსტრიის „რაპიდში“, ბელგიის „გენტში“, კვიპროსის „ანორთოსისში“ და აპოელში თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





