პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის K ჯგუფში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1:1 დასრულებულ პირველ მატჩში, თავისი ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომით კმაყოფილია.
„მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. გოლი ჩვენთვის საუცხოო მომენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ არ გახდა. ვფიქრობ, შეტევაში სიღრმე და ბურთის ფლობის დინამიურობა დავკარგეთ, რის წყალობით მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით.
თავდაჯერებამ, რომელიც მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ შეიძინა, ჩვენთვის შეხვედრა ძალიან გაართულა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასეც ხდება. ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით სრულებით კმაყოფილი ვარ. თავდადების და თამაშის სურვილის პრობელამ არ ყოფილა, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ. ეს შეხვედრა ზრდისთვის ბევრს მოგვცემს. ასეთ მატჩში, რომელშიც საჯარიმოში შესვლა რთულია, კრიშტიანუს თვისებების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის მატჩიდან მოხსნა, რომელშიც გოლის გატანა გვჭირდებოდა, უაზრობა იქნებოდა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-6 წუთზე თავური დარტყმით პორტუგალიელებიდან ანგარიში ჟოაო ნევეშმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე ვისამ ასევე თავით საპასუხო ბურთი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





