მბაპე: „გოლის გატანა და თამაშის მსვლელობის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია“

0
2

კლიან მბაპეს თქმით, საფრანგეთის ნაკრებს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გოლის გატანა და თამაშის მსვლელობის შეცვლა. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის I ჯგუფის პირველ შეხვედრაში სენეგალთან 3:1 მოგების შემდეგ განაცხადა. განვლილ შეხვედრაში მბაპემ დუბლი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი 14 გოლით ლეგენდარულ აწ გარდაცვლილ გერდ მიულერს გაუტოლდა. ის მხოლოდ გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16) და ბრაზილიელ რონალდოს (15) ჩამორჩება. მბაპე 58 გოლით საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბიმბარდირი გახდა და ოლივიე ჟირუს (57) მიღწევა გააუმჯობესა.
„სხვა გუნდების მაგალითზე დავინახეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება რთულია. სენეგალთან მატჩი მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გოლის გატანა და თამაშის მსვლელობის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია, რაც გვეხმარება.
შურისძიებაზე საუბარი არაა. თამაში იმისთვის რომ დამეწყო, რათა ჩემი ყველა კრიტიკოსი გამეჩუმებინა, მაშინ კარიერა 80 წლამდე უნდა გამეგრძელებინა. იმისთვის ვთამაშობ, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიაში შევიდე და გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო. დანარჩენი ყოველთვის ჩემი კარიერის ნაწილი იქნება.
ეს ჯგუფური ეტაპის მხოლოდ პირველი მატჩია. იმის მიუხედავად ხალხი ძალიან აღტაცებულნი იქნება ან გაგვაკრიტიკებს, ყოველთვის მშვიდად უნდა ვიყოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი სწრაფად ხდება და ექვს დღეში ერაყთან მატჩი გვაქვს, რომელიც უნდა მოვიგოთ, რათა პლეი-ოფში გავიდეთ“ – იუწყება მბაპეს ნათქვამს RMC Sport.
ლაშა თაბაგარი