ერლინგ ჰოლანდის თქმით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის სტარტზე ნორვეგიის ნაკრებისგან გამარჯვებას ელოდნენ, რაც საბედნიეროდ მოახერხეს. მან ამის შესახებ I ჯგუფის პირველ შეხვედრაში ერაყთან 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც დუბლი შეასრულა.
„ჩემი პირველი გოლი კარგი იყო, ხოლო მეორე კიდევ უფრო უკეთესი, რაც ფანტასტიკაა. ყველა მოთამაშით ამაყი ვარ და მიხარია, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ. თუმცა, ვიცით, რომ მომდევნო მატჩები უფრო რთული იქნება და კიდევ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ. ჩვენგან გამარჯვებას ელოდნენ და საბედნიეროდ, ეს მოვახერხეთ. ახლა ნორვეგიაში ყველა ბედნიერი იქნება და იმედია, რომ ხალხი იმხიარულებს“ – იუწყება ჰოლანდის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის 29-ე წუთზე ჰოლანდმა ანგარიში გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე საპასუხო ბურთი ჰუსეინმა გაიტანა. 43-ე წუთზე ჰოლანდმა თავის კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დუბლი შეასრულა. 76-ე წუთზე ესტიგორმა ნორვეგიელები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ჰუსეინმა ავტოგოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





