დეშამი: „ამ გამარჯვებამ მშვიდად ამოგვასუნთქა“

0
0
Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Semi Final - France v Morocco - Al Bayt Stadium, Al Khor, Qatar - December 14, 2022 France coach Didier Deschamps celebrates after the match as France reach the final REUTERS/Kai Pfaffenbach

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცის დიდიე დეშამის თქმით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის I ჯგუფის პირველ შეხვედრაში სენეგალთან 3:1 გამარჯვებამ, მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
„ამ გამარჯვებამ მშვიდად ამოგვასუნთქა. ჩვენ გარკვეულ შიშსა და შებოჭვას ვგრძნობდით. ღირსეული გუნდი გვიპირისპიდებოდა. როდესაც შედარებით თავისუფლება ვიგრძენით და თამაში გადავაწყვეთ, ხოლო უსმან დემბელს და მაიკლ ოლისეს პოზიციები შევუცვალეთ, უფრო თავდაჯერებულნი გავხდით.
მეტოქეს პრობლემები ბრედლი ბარკოლამაც შეუქმნა. ჩვენმა გულშემატკივრებმა დიდი გზა გაიარეს და ეს ძვირად ფასობს. ფეხბურთი მშვენიერია, როდესაც იმარჯვება და ამ ემოციას ქომაგებს უზიარებ“ – იუწყება დეშამის ნათქვამს RMC Sport.
განვლილი შეხვედრის 66-ე წუთზე მაიკლ ოლისეს ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა კილიან მბაპემ ერთი შეხებით გაიტანა. 82-ე წუთზე რაბიომ საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ ბრედლი ბარკოლა დატოვა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მბაიემ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. ერთ წუთში ფრანგების კაპიტანმა მბაპემ დაახლოებით 27-28 მეტრიდან ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 გოლი გაიტანა და ლეგენდარულ აწ გარდაცვლილ გერდ მიულერს გაუტოლდა. ის მხოლოდ გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16) და ბრაზილიელ რონალდოს (15) ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი