უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში თბილისის „დინამო“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის „პეტროვაცსა“ და ლიეტუვას „ჟალგირისს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, გორის „დილა“ კვიპროსის „აპოლონს“ დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ლიეტუვის „ჰეგელმანს“ და ესტონეთის „პაიდეს“ შორის მოგებულს ეთამაშებს.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ლუქსემბურგის „მონდორფს“ დაუპირისპირდება, ქუთაისის „ტორპედო“ – აზერბაიჯანის „ზირეს“, სადაც დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, ხოლო გორის „დილა“ – სან მარინოს „ვირტუსს“.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო -16 ივლისს. „დინამო“ და „ტორპედო“ პირველ მატჩებს სტუმრად გამართავენ, ხოლო „დილა“ სახლში ითამაშებს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 23 ივლისს შედგება, საპასუხო კი – 30 ივლისს.
ლაშა თაბაგარი





