თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინის „ფლორას“ ძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას „სლოვანს“ დაუპირისპირდება. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში „იბერია“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც აზერბაიჯანის „საბაჰსა“ და უელსის „ნიუ სეინთს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 7-8 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14-15 ივლისს. „იბერია“ პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 21-22 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი – 28-29 ივლისს. „იბერია“, რომელსაც სათავეში უკრაინელი ანდრეი დემჩენკო ჩაუდგა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშს სახლში გამართავს.
ლაშა თაბაგარი





