ოთარ მამაგეიშვილი ავსტრიის პირველი ბუნდესლიგის „ვოლფსბერგში“ ითამაშებს. ავსტრიელებმა 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ერთწლიანი იჯარით აიყვანეს, რომლის დასრულების შემდეგ, კლუბის სურვილის შემთხვევაში ფეხბურთელს პორტუგალიის „ფამალიკაოდან“ გამოისყიდიან,
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფეხბურთელი „ფამალიკაოში“ 2025 წლის იანვარში გადავიდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა. მან 2024-2025 წლების სეზონში პორტუგალიურ გუნდში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა შეცვლაზე, ხოლო 2025-2026 წლების სეზონში მოედანზე 8-ჯერ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდელისგაში მისი ტყუპისცალი გიზო მამაგეიშვილი თამაშობს, რომელიც გრაცის „შტურმში“ ოთარ კიტეიშვილთან ერთად გამოდის.
ლაშა თაბაგარი





