„მილანს“ რუბენ ამორიმი გაწვრთნის

0
4

„მილანის“ მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმი დანიშნეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 41 წლის პორტუგალიელი სპეციალისტმა კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ამორიმი 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 5 იანვრამდე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ავარჯიშებდა და ტიტული არ მოუგია. მან შარშან მანჩესტერელები ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც „ტოტენჰემთან“ 0:1 დამარცხდნენ.
ამორიმი ინგლისში გადაბარგებამდე, 2020 წლიდან ლისაბონის „სპორტინგს“ თავკაცობდა, რომელსაც პორტუგალიის ჩემპიონატი 2-ჯერ მოაგებინა – 2021 და 2024 წელს. ცნობისთვის, “სპორტინგი” 2021 წელს ჩემპიონი 19-წლიან პაუზის შემდეგ გახდა. მანამდე, ამორიმი “ბრაგაში” მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი