უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის სატურნირო შემადგენლობის დასახელებამდე ბოლო სასელექციო თამაში გამართა.
რუსთავის რაგბის სტადიონზე ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა მეტოქე მეორე ტაიმში სრულად დაჯაბნეს და 52:17 გაიმარჯვეს. თამაშში მონაწილეობა 29 მორაგბემ მიიღო. კიდევ ექვსს (გიორგი ტურაშვილი, ანრი შველიძე, ლევან ეზიეშვილი, ნიკოლოზ კუმარიტოვი, გიორგი მეფარიშვილი და მიხეილ შიოშვილი) თამაში მონაწილეობა არ მიუღია და ახლა მწვრთნელებმა სატურნირო, 30-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელონ.
აშშ-სთან მატჩი კარგად დავიწყეთ და დებიუტშივე დავწინაურდით. კონტრშეტევაზე აჩქარებით და მთელი გუნდის ჩართულობით, ოთხ ფაზაში მოვახერხეთ ფრთაზე უპირატესობის შექმნა და დაჩი წიკლაურის პასის შემდეგ, საბა ნატროშვილმა ლელოთი ანგარაში გახსნა, წიკლაურმა კი გარდასახა. ამას დაშვებული შეცდომები მოყვა და აშშ-მ ჯერ ჯარიმით, მერე კი ლელოთი გვიპასუხა, როდესაც დაცვაში უყურადღებოდ ვითამაშეთ.
შეტევაში დაშვებული რამდენიმე შეცდომის შემდეგ, 26-ე წუთზე მოლის შემდეგ მორკინალებით მივეძალეთ და გაბრიელ რაზმაძემ ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა. 30-ე წუთზე მეტოქის ხელდახელ შეტევას ლამაზი ლელო მოყვა და აშშ ისევ დაწინაურდა, თუმცა განახლდა თუ არა თამაში, მცველის შეცდომით ნატროშვილმა ისარგებლა და თავისი მეორე ლელოთი 19:17 დაგვაწინაურა.
შესვენებისას ცვლილებები განხორციელდა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სრულო უპირატესობა მოიპოვეს. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ, მაღალ ტემში უტევდნენ და ხუთი უპასუხო ლელო გაიტანეს. თამაში ერთი წუთის განახლებული იყო, როდესაც ლუკა ტაბატაძე გაიჭრა, ორ მცველს გვერდი ცრუ მოძრაობით აუარა და ლელომდე ირბინა. შემდეგ ეპიზოდში ტაბატაძემ თავის ფრთაზე მეორედაც შეუტია და ამჯერად მიზანს კონტაქტის შემდეგ უწია.
მომდევნო ლელო გიორგი აღნიაშვილმა მიითვალა, რომელიც დაძრულ მოლს დროულად მოწყდა. ნიკოლოზ ხალვაში ძელებსშუა დავით ბარბაქაძის ოფლოუდის შემდეგ შევიდა, საბოლოო წერტილი კი ირაკლი ყოლბაიამ მოლის შემდეგ დასვა – 52:17.
20-წლამდელთა გასახურებელი საერთაშორისო შეხვედრა
რუსთავი. 16 ივნისი. 18:00 საათი
საქართველო – აშშ 52:17 (19:17)
საქართველო
ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. გიგი სირბილაძე, 9. დაჩი წიკლაური;
შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. ანდრია ბილანიშვილი, 5. თორნიკე ტორაძე, 6. გიორგი ზაზაძე, 7. გიორგი არძენაძე, 8. ირაკლი ყოლბაია.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. დავით ბარამია, 20. ლუკა ნარსია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. ლეონიდე სალდაძე, 23. ნიკოლოზ ხალვაში; 24. არჩილ ნოზაძე, 25. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 26. გიორგი ხონელიძე, 27. მათე მახარაძე, 28. დავით ბარბაქაძე, 29. ავთანდილ ზვიადაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე
მენეჯერი: ლაშა ლომიძე
ვიდეო ანალიზი: ნიკო გიგინეიშვილი
ექიმი: გოგა მირველაშვილი
ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
rugby.ge





